„მეტი დრო დავუთმოთ კითხვას“ - მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებისკენ მიმართული საინტერესო აქტივობა გუდაურის საჯარო სკოლაში 
25-05-2026

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

ახლახან, დაწყებითი კლასების მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებისა და კითხვის კულტურის განვითარების მიზნით საინტერესო და შემოქმედებითი აქტივობა გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში, მოსწავლეებმა ქართველი მწერლის რევაზ ინანიშვილი და იტალიელი საბავშვო ავტორის ჯანი როდარი მოთხრობები წაიკითხეს და განიხილეს. ბავშვებმა ნაწარმოებების მთავარი იდეები, პერსონაჟების ხასიათები და მათში გადმოცემული ადამიანური ღირებულებები გააანალიზეს. შეხვედრა შემოქმედებით გარემოში წარიმართა. 

მსგავსი აქტივობები მნიშვნელოვან როლს ასრულებს მოსწავლეებში წიგნის სიყვარულის გაღვივებასა და მათ ინტელექტუალურ თუ შემოქმედებით განვითარებაში.

 
ვიდეო იხილეთ ბმულზე:
 
ვიდეო იხილეთ ბმულზე:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203