„ჩვენ ვართ საქართველო!“ - შთამბეჭდავი ლიტერატურულ-მუსიკალური საღამო ქუთაისის N26 საჯარო სკოლაში
25-05-2026

ქუთაისის N26 საჯარო სკოლაში გაიმართა განსაკუთრებული ემოციებით დატვირთული ლიტერატურულ-მუსიკალური საღამო, „ჩვენ ვართ საქართველო!“. ღონისძიება აფხაზეთის თემას, დაკარგული კუთხის ტკივილსა და დაბრუნების იმედს მიეძღვნა.

საღამომ ერთ სივრცეში გააერთიანა მოსწავლეები, პედაგოგები და დამსწრე საზოგადოება, რომლებმაც სიტყვით, მუსიკითა და მხატვრული ნომრებით კიდევ ერთხელ გააცოცხლეს აფხაზეთის მონატრება და ის დიდი ემოციური კავშირი, რომელიც თითოეული ქართველის გულში ცხოვრობს.

ღონისძიების მთავარი გზავნილი იყო ერთიანობა, სამშობლოს სიყვარული და ურყევი რწმენა, რომ აფხაზეთში დაბრუნების დღე აუცილებლად დადგება. სცენიდან გაჟღერებულმა ლექსებმა, სიმღერებმა და პატრიოტულმა გზავნილებმა დამსწრე საზოგადოებაში განსაკუთრებული ემოცია გამოიწვია.

მოსწავლეებმა გულწრფელად და შთამბეჭდავად წარმოაჩინეს საკუთარი დამოკიდებულება სამშობლოსა და ეროვნული ერთიანობის მიმართ.

იხილეთ ღონისძიების ამსახველი ვიდეოები:

https://www.facebook.com/reel/1730122827983780

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203