ახალქალაქის N4 საჯარო სკოლის მე-7 კლასელებისთვის ქართული ენისა და სპორტის ინტეგრირებით, საინტერესო ღია გაკვეთილი ჩატარდა
25-05-2026

ახალქალაქის №4 საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლებისას საინტერესო სასწავლო მეთოდებსა და აქტივობებს მიმართავენ და მოსწავლეებს გაკვეთილებს უმრავალფეროვნებენ.  

ახალქალაქის №4 საჯარო სკოლაში, რომელიც არაქართულენოვან საგანმანათლებლო სივრცეს წარმოადგენს, ჩატარდა ქართული ენისა და სპორტის ინტეგრირებული ღია გაკვეთილი, რომელშიც მე-7 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

გაკვეთილის მთავარი მიზანი იყო ქართული ენის პრაქტიკული სწავლება სპორტის თემატიკის ინტეგრირების გზით. მოსწავლეებმა სამიზნე ლექსიკაზე იმუშავეს, განივითარეს საკომუნიკაციო უნარები და იმსჯელეს ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობაზე.

გაკვეთილის ფარგლებში მოსწავლეებმა ისაუბრეს სპორტის სხვადასხვა სახეობაზე, გაიხსენეს ცნობილი მსოფლიო ჩემპიონები და ქართველი ოლიმპიური სპორტსმენები, განიხილეს ოლიმპიური თამაშების წარმოშობის ისტორია და სპორტის გავლენა ადამიანის ცხოვრების ხარისხსა და ჯანმრთელობაზე.

მე-7 კლასის მოსწავლეებმა თემატური პრეზენტაციებიც მოამზადეს, სადაც საინტერესო ფორმით წარმოადგინეს მიღებული ცოდნა და საკუთარი ხედვები. მრავალფეროვანმა აქტივობებმა სასწავლო პროცესი მეტად ინტერაქციული და მოტივაციაზე ორიენტირებული გახადა.

ღია გაკვეთილს ესწრებოდა სკოლის სპორტის მასწავლებელიც, რომლის ჩართულობით გაიმართა საინტერესო დისკუსია სპორტისა და განათლების მნიშვნელობის შესახებ.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, გაკვეთილი მიზანზე ორიენტირებული, საინტერესო და პროდუქტიული აღმოჩნდა.

„მსგავსი ინტეგრირებული აქტივობები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არაქართულენოვან სკოლებში, რადგან ისინი ერთდროულად უწყობს ხელს როგორც სახელმწიფო ენის შესწავლას, ისე მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას“,- დასძენენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203