ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ტამბოვკის საჯარო სკოლაში საქართველოს მთავარი ეროვნული დღესასწაული აღინიშნა.
108 წელი დამოუკიდებლობიდან - ამ გზავნილით, პედაგოგების - ანატოლია მკრტჩიანისა და ვიქტორია ლევანიანის ინიციატივით, სკოლაში საინტერესო ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაში მე -2 დან მე -7 კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
ღონისძიება საქართველოს ჰიმნით გაიხსნა.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს მრავალფეროვანი შემოქმედებითი ნომრები - ლექსები, სიმღერები, ცეკვები.
ბავშვებმა თავად შექმნეს თემატური ნახატები, პლაკატები და მთელ საქართველოს მიულოცეს ეს მნიშვენლოვანი დღესასწაული.
იხილეთ ფოტოები: