
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი შემეცნებითთან ერთად, სახალისო და თავშესაქცევია. პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ და მათ მრავალფეროვან საგანმანთლებლო ღონისძიებებს სთავაზობენ.
ახლახან, გუადაურის საჯარო სკოლაში გაიმართა კონკურსი გეოგრაფიაში - „გლობუსზე სწრაფები“. კონკურსი მეშვიდე-მერვე კლასებს შორის ჩატარდა.
მონაწილეებმა არა მხოლოდ ცოდნა, არამედ სწრაფი აზროვნება, გუნდური მუშაობა და გეოგრაფიის სიყვარული გამოავლინეს.
კითხვები მსოფლიოს ქვეყნებს, ოკეანეებს, მოგზაურებს და ბუნების საოცრებებს შეეხებოდა, ხოლო მოსწავლეები ერთმანეთს ენთუზიაზმით ეჯიბრებოდნენ.
„კონკურსმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ სწავლა შეიძლება იყოს ერთდროულად შემეცნებითი, მხიარული და ემოციებით სავსე“,- ამბობს გეოგრაფიის მასწავლებელი ვენერა წიკლაური და მოსწავლეებს კიდევ არაერთ საინტერესო ღონისძიებას ჰპირდება.