
მთავრობის დადგენილებით, განისაზღვრა იმ საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმების) ჩამონათვალი, რომელთა განხორციელების უფლებაც აქვთ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს.
დოკუმენტის თანახმად, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს უფლება აქვთ, განახორციელონ მასწავლებლის მომზადების, სპეციალური მასწავლებლის მომზადების, ვეტერინარის მომზადების, ქართულ ენაში მომზადებისა და დოქტორანტურის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებსაც ახორციელებდნენ ამ დადგენილების ამოქმედების მომენტისათვის, ასევე მასწავლებლის მომზადების, სპეციალური მასწავლებლის მომზადების, ვეტერინარის მომზადების, ქართულ ენაში მომზადებისა და დოქტორანტურის ის საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც ამ დადგენილების ამოქმედების მომენტისათვის აკრედიტებულია ან აკრედიტაციის პროცესშია და მიენიჭება აკრედიტაცია/პირობითი აკრედიტაცია.
გარდა ამისა, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მიეცათ უფლება, ის საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებსაც ისინი, 2026 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებენ და რომლებიც გათვალისწინებული არ არის ამ დადგენილების პირველი მუხლით, დარჩენილი ვადის მიუხედავად, აკრედიტებულ ან არააკრედიტებულ (ავტორიზებულ) რეჟიმში განახორციელონ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 8921 მუხლით დადგენილი ვადების დაცვით.
პროგრამების სრული ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე