
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის N2 საჯარო სკოლამ კიდევ ერთი თაობა გააცილა.
20 მაისს, სკოლაში მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა. გაიმართა გამოსამშვიდობებელი ღონისძიება, რომელმაც სკოლაში საოცარი ემოციები დაატრიალა.
მოსწავლეებმა დირექციასა და პედაგოგებს მათ განათლებაში ჩადებული ფასდაუდებელი შრომისთვის მადლობა გადაუხადეს. მათთვის სკოლასთან და ბავშვობასთან გამომშვიდობება მეტად ამაღელვებელი აღმოჩნდა.
„ბოლო ზარი“ არის დღე, რომელიც სიხარულთან ერთად ბევრ ემოციასაც აერთიანებს. ეს არის ბავშვობასთან დამშვიდობებისა და ახალი ცხოვრების ეტაპზე გადასვლის სიმბოლო.
სკოლამ გვაჩუქა ცოდნა, მეგობრობა, დაუვიწყარი მოგონებები და ადამიანები, რომლებიც მთელი ცხოვრების განმავლობაში ჩვენს გულებში დარჩებიან. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით მასწავლებლებსა და მშობლებს მხარდაჭერისა და თავდადებისთვის“,- აღნიშნეს სკოლის კურსდამთავრებულებმა.
ახალგაზრდებს სასკოლო საზოგადოებამ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცა და სკოლიდან დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილა.
„ჩვენი სკოლისთვის ეს ორმაგად სასიხარულო დღეა, რადგან კურსდამთავრებულებთან ერთად სიხარულით ვხვდებით პირველკლასელებსაც, რომლებმაც პირველად შეაბიჯეს ცოდნისა და მეგობრობის სამყაროში. ვუსურვებთ თითოეულ კურსდამთავრებულს წარმატებას, მიზნების შესრულებასა და ბედნიერ მომავალს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
ღონისძიებას ხელმძღვანელობდა მეთორმეტე კლასის დამრიგებელი ნინელი ანანიაშვილი, რომელმაც აღზრდილებს გზა დაულოცა და მოსწავლეებს შეახსენა, რომ ყოველთვის მათ დიდ გულშემატკივრად და მხარდამჭერად დარჩება.
იხილეთ ფოტოები: