
20 მაისი, დღე, როდესაც სკოლები კურსდამთავრებულებს ემშვიდობებიან, თითოეული ადამიანის ცხოვრებაში განსაკუთრებულ მოგონებად რჩება. ჩვენ კი გეტყვით, რომ ეს დღე განსაკუთრებით ამაღელვებელი აღმოჩნდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, ბოხვაურის საჯარო სკოლის დირექტორისთვის - მაიკო არობელიძემ, როგორც სკოლის ლიდერმა, პირველი მეთორმეტე კლასი გააცილა დამოუკიდებელ ცხოვრებაში.
როგორც თავად გვიამბობს, ბოხვაურის საჯარო სკოლა მცირეკონტინგენტიანია, რაც ნიშნავს, რომ აქ არ არსებობენ „უბრალოდ მოსწავლეები“ - მათთვის თითოეული ბავშვი შვილივითაა. ამ მცირე, მაგრამ საოცრად დიდგულიან კედლებში წლების განმავლობაში ნაშენები მეგობრობა დღეს სიყვარულის დღესასწაულად გადაიქცა. საზეიმო გაცილებისას, დირექტორმა კურსდამთავრებულებს გულწრფელი, მოტივაციითა და სითბოთი სავსე სიტყვებით მიმართა, სადაც თითოეული წამი განვლილი გზის შეჯამებასა და იმ უხილავ, მაგრამ მტკიცე ძაფებს, რაც მცირეკონტინგენტიან სკოლაში მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის ყალიბდება
მშობლიურმა სკოლამ თავისი პირმშოები უდიდესი იმედითა და სიამაყით დალოცა. დირექციამ და პედაგოგიურმა კოლექტივმა ახალგაზრდებს უსურვეს ურყევი ნება, წინსვლა, ბედნიერება და ისეთი წარმატებები, რომლებიც ბოხვაურს კიდევ ბევრჯერ ასახელებს.