
ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლა კიდევ ერთი თაობა გააცილა.
20 მაისს სკოლაში მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა. გაიმართა გამოსამშვიდობებელი ღონისძიება, რომელმაც სკოლაში საოცარი ემოციები დაატრიალა. კურსდამთავრებულებმა სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს, მნიშვნელოვანი ეპიზოდები გააცოცხლეს და დირექციასა და პედაგოგებს მათ სწავლა-განათლებაში ჩადებული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს.
სასკოლო საზოგადოებამ ახალგაზრდებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცა და სკოლიდან დიდი სიყვარულით გააცილა.
„სკოლის 2025-2026 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებს ვულოცავთ სკოლის დამთავრებას. ვუსურვებთ ღირსეული ქვეყნის ღირსეულ მოქალაქეობას, ცხოვრების ახალ ეტაპზე გამოწვევების წარმატებით დაძლევას და ბედნიერ მომავალს“,- აღნიშნავენ სკოლაში და ქვეყნის ყველა კურსდამთავრებულს ულოცავენ ცხოვრების ახალ ასპარეზზე გასვლას.
იხილეთ ფოტოები: