გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახტანგისის N2 საჯარო სკოლა სკოლამ კიდევ ერთი თაობა გააცილა.
20 მაისს სკოლაში მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა. გაიმართა გამოსამშვიდობებელი ღონისძიება, რომელმაც სკოლაში საოცარი ემოციები დაატრიალა. ახალგაზრდებს სასკოლო საზოგადოებამ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცა და სკოლიდან დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილა.
მოსწავლეებს მიმართა სკოლის დირექტორმა ესმა მოსიაშვილმა და აღზრდილებს ნათელი მომავალი, წარმატება და სურვილების ასრულება უსურვა.
„ბავშვებო თქვენ ჩვენი მომავალი ხართ. თქვენს იმედზეა ჩვენი ქვეყანა იშრომეთ, იღვაწეთ, დაისახეთ მიზნები და მონდომებით ყველაფერს მიაღწევთ“,- აღნიშნა დირექტომა და პირობა დადო, რომ ყოველთვის მათი დიდი მხარდამჭერი და გულშემატკივარი იქნება.
მოსწავლეებს სკოლის დამთავრება მიულოცეს პედაგოგებმაც და ცხოვრების ახალ ეტაპზე გზა დაულოცეს.
კურსდამთავრებულებმა სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს, მნიშვნელოვანი ეპიზოდები გააცოცხლეს და დირექციასა და პედაგოგებს მათ სწავლა-განათლებაში ჩადებული ფასდაუდებელი შრომისთვის მადლობა გადაუხადეს.
ახალგაზრდებისთვის ბავშვობასთან, პედაგოგებთან და სკოლასთან გამომშვიდობება მეტად ემოციური აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: