ალერტკარის საჯარო სკოლის გოგონათა გუნდმა მაგიდის ჩოგბურთში, სპორტულ ოლიმპიადაზე დასავლეთ საქართველოს ვიცე ჩემპიონის ტიტული მოიპოვა
22-05-2026

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 2026 წლის სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაზე წარმატებით იასპარეზეს.

კერძოდ, სკოლის გოგონათა გუნდი მაგიდის ჩოგბურთის ტურნირს შეუერთდა. პირველ მუნიციპალურ ტურში გამარჯვების შემდეგ, მონაწილეობა მიიღეს  რეგიონულ თამაშებში, სადაც  რეგიონის პირველობა მოიპოვეს. საბოლოოდ  გუნდმა ასპარეზობა გააგრძელა დასავლეთ საქართველოს ზონალურ თამაშებზე  და ვიცე ჩემპიონი გახდა. მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცათ შეხვედროდნენ ყოფილ წარმატებულ სპორტსმენებს. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ეს მიღწევები მათი დაუღალავი, ყოველდღიური შრომისა და დისციპლინის შედეგია, რომელშიც დიდი წვლილი მიუძღვით სკოლის სპორტული აღზრდის მასწავლებლებს- მურთაზ ლაგვილავას და ნუკრი ბერიშვილს.  

სკოლაში დაბრუნებულ გოგონათა გუნდს საზეიმოდ დახვდნენ სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები.

სკოლის დირექტორმა თამარ ივარდავამ კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა გოგონათა გუნდის წევრებს მიღწეული შედეგისთვის, ასევე მათ კიდევ მრავალი წარმატება უსურვა. სკოლის ადმინისტრაცია მუდამ მზად არის მხარი დაუჭიროს ახალგაზრდებს ჩაერთონ სხვა და სხვა სპორტულ თუ შემეცნებით ღონისძიებებში . 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203