
27 მაისს პირველკლასელებისთვის სასწავლო წელი სრულდება.
2025-2026 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერი იყო ქუთაისის N38 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის. მათ ანბანის ჯადოსნურ სამყაროში მეგზურობა პედაგოგმა, მადონა მუშკუდიანმა გაუწია.
ბავშვებმა წარმატებით შეისწავლეს ქართული ანბანი. სასწავლო მიღწევები კი პატარებმა ლამაზი ღონისძიებით შეაჯამეს.
მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარდგნენ და პირველი სასწავლი წლის მანძილზე შეძენილი ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს და დამრიგებელი სიამაყით აღავსეს.
„ჩვენმა პირველკლასელებმა დიდი სიყვარულითა და მონდომებით წარმოადგინეს თავიანთი ღონისძიება.
მათ გვაჩვენეს ცოდნა, ნიჭი, სითბო და ბავშვური გულწრფელობა, რომელმაც ყველას დაუვიწყარი ემოციები გვაჩუქა. ვულოცავთ ჩვენს პატარებს პირველი კლასის წარმატებით დასრულებას! გისურვებთ უამრავ წარმატებას მომავალში!“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა სასწავლო შემართება.
იხილეთ ფოტოები: