„12 წლიანი ურთიერთობა მთავრდება, მაგრამ, ვიმედოვნებთ, არ სრულდება“ - ქუთაისის N19 საჯარო სკოლის დირექტორის ემოციური მიმართვა მეთორმეტეკლასელებს
22-05-2026

ქუთაისის N19 საჯარო სკოლის მატიანეს კიდევ ერთი ისტორიული ფურცელი შეემატა. კიდევ ერთი სასწავლო წელი მიილია და სკოლაში კვლავ გაჟღერდა ბოლო ზარი.

ეს არის დღე, როდესაც სკოლის კედლები განსაკუთრებული, სევდანარევი სიხარულით ივსება, რადგან საამაყო კურსდამთავრებულებს აცილებენ. სრულდება 12-წლიანი ყოველდღიური ურთიერთობა მოსწავლეებსა და პედაგოგებს შორის, თუმცა ეს კავშირი არასოდეს წყდება.

აღსანიშნავია, რომ სიტყვები სრულად ვერასოდეს გადმოსცემს განწყობას და ემოციებს, რომელიც 20 მაისს ქუთაისის N19 საჯარო სკოლაში ტრიალებდა, თუმცა დირექტორმა, ქალბატონმა ნატო კუხიანიძემ მოახერხა ყველა ემოცია, ყველა სიხარული, ყველა მადლობა და ყველა იმედი რამდენიმე წინადადებაში ჩაეტია. მის მისალოც ტექსტს etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ:

„12 წლიანი ურთიერთობა მთავრდება, მაგრამ, ვიმედოვნებთ, არ სრულდება. თქვენი წარმატებებითა და მიღწევებით გამოწვეული ბედნიერების თანაზიარნი ვიქნებით მუდამ. გილოცავთ, ჩვენო ძვირფასებო! ცხოვრების ახალ ეტაპს დაგილოცავთ, წარმატებების გზებით გევლოთ მუდამ !!! 

„გილოცავთ, ჩვენო ძვირფასებო! ცხოვრების ახალ ეტაპს დაგილოცავთ, წარმატებების გზებით გევლოთ მუდამ“!

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203