
ქუთაისის N19 საჯარო სკოლის მოსწავლეები, დირექციისა და პედაგოგთა მხარდაჭერით აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებასა და კონკურსში, მათ სახელზე კი არაერთი წარმატებაა.
მათ შორის მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს Toefel-ის ინგლისური ენის ოლიმპიადაში. ოლიმპიადაში გაიმარჯვეს მოსწავლეებმა - VIIბ კლასის მოსწავლე ანასტასია ერაძემ და VIბ კლასელმა თევდორე ძნელაძემ.
მოსწავლეთა ინგლისური ენის მასწავლებელი თინათინ დევდარიანი გახლავთ.
პედაგოგი ამაყობს მოსწავლეთა წარმატებით და ბავშვებს ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებს.
„ვულოცავთ, ჩვენს საუკეთესოებს და ბევრ გამარჯვებას ვუსურვებთ“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: