ვახტანგისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები საგნობრივ ოლიმპიადებში მიღწეული წარმატებისთვის დაჯილდოვდნენ
28-05-2026

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახტანგისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგთა მხარდაჭერითა და წახალისებით აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებსა და კონკურსებში. 

მათ შორის, მე-6 კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს „კინგსის“ საგნობრივ ოლიმპიადაში. მოსწავლეები შეუერთდნენ, როგორც ქართული ენის, ისე მათემატიკისა და  ინგლისური ენის ოლიმპიადებს. 

მოსწავლეებმა ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს და სასურველი შედეგებიც აჩვენეს. 

მოსწავლეები მიღწეული წარმატებისთვის სიგელებით დაჯილდოვდნენ. 

სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა წარმატება და მათ ცოდნის მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203