
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ თორიის საჯარო სკოლამ კიდევ ერთი თაობა გააცილა.
წელს სკოლაში რიგით ორმოცდამეათე „ბოლო ზარი“ დაირეკა.
სასკოლო საზოგადოებამ ცხოვრების ახალ ასპარეზზე 7 ახალგაზრდას - 3 გოგოსა და 4 ვაჟს დაულოცა გზა.
ახალგაზრდებს დირექციამ და პედაგოგებმა ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცეს და სკოლიდან დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილეს.
„ძალიან ემოციური და შთემბეჭდავი ღონისძიება იყო“,- აღნიშნავენ სკოლაში და დასძენენ, რომ კურსდათვრებულებთან გამომშვიდობება საზეიმოსთან ერთად, ყოველთვის სევდანარევია. ახალგაზრდებს კი ახსენებენ, რომ 12-წლიანი ურთიერთობა ბოლო ზარით არ მთავრდება და მათ დიდ მხარდამჭერად და გულშემატკივრად რჩებიან.
იხილეთ ფოტოები: