ზემო ნატანების საჯარო სკოლის მოსწავლე ნიკოლოზ ჩუბინიძე ჭიდაობაში, მუნიციპალიტეტის ჩემპიონია 
25-05-2026

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნატანების საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტული ცხოვრება წახალისებული და მხარდაჭერილია, მათი მიღწევები კი საამაყო. 

ამჯერად, სკოლაში მე-7 კლასის მოსწავლის ნიკოლოზ ჩუბინიძის წარმატებით ხარობენ. მოსწავლემ, ოზურგეთის მუნიციპალურ ჩემპიონატზე, ჭიდაობაში პირველი ადგილი მოიპოვა. 

მოსწავლის დამრიგებელი ნანი ნიკოლაშვილი გახლავთ. 

სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

„წარმატებები ნიკოლოზს“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203