
27 მაისს პირველკლასელებისთვის სასწავლო წელი სრულდება.
2025-2026 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერი იყო ქუთაისის N38 საჯარო სკოლის Iბ კლასის მოსწავლეებისთვის. მათ ანბანის ჯადოსნურ სამყაროში მეგზურობა პედაგოგმა ნინო ჯინჭარაძემ გაუწია.
სასწავლო მიღწევები პატარებმა ლამაზი ღონისძიებით შეაჯამეს. გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით - „ჩვენი ქართული ანბანი“, რომელმაც არაერთი შემოქმედებითი ნომერი გაიმართა.
პატარა აღსაზრდელებმა ლექსებით, ლამაზი გამონათქვამებით, სიმღერითა და ცეკვით შეამკეს უკვდავი „დედაენა“.
ბავშვებმა ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს და პირველი მასწავლებელი სიამაყით აღავსეს.
იხილეთ ფოტოები: