
ქუთაისის N19 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესები მხარდაჭერილია, მათი ნიჭი და შესაძლებლობები წახალისებული, წარმატება კი საამაყო.
ამჯერად სკოლაში, VIბ კლასის მოსწავლის - ნენე ბანძელაძის შემოქმედებითი წარმატებით ხარობენ.
ბავშვთა და მიზარდთა კლასიკური მუსიკის XVIII რესპუბლიკურ ფესტივალ-კონკურსში - „იპოვე შენი ვარსკვლავი“ ქუთაისის N19 სკოლის VIბ კლასის მოსწავლე ნენე ბანძელაძემ საუკეთესო შესრულებისთვის პირველი ადგილი და ოქროს მედალი დაიმსახურა.
„ვულოცავთ, ჩვენს ნიჭიერ ნენეს ამ დიდ გამარჯვებას და ბევრ წარმატებას ვუსურვებთ“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეს ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: