ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები ოლიმპიადებში წარმატებას აღწევენ
12-07-2018
ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო ოლიმპიადასა და სპორტულ ღონისძიებებში წარმატებას მიაღწიეს.
კერძოდ, „სმარტის“ ოლიმპიადის I ტურის საუკეთესო შედეგების მფლობელები ქართულ ენასა და მათემატიკაში (45-დან 45 ქულით) მარიამ მშვიდობაძე და ლიზი ბერიძე გახდნენ;
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ სპორტულ ღონისძიებებში - ჭადრაკში მე-3 ადგილი და ბრინჯაოს მედალი ნინი გუნიამ, ხოლო თავისუფალ ჭიდაობაში მე-3 ადგილი და თასი -ნუგო მაქაცარიამ დაიკავეს.
სკოლის დირექცია მოსწავლეებს გამარჯვებას ულოცავს და მეტ წარმატებას უსურვებს.
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის