ნინოწმინდის N4 სკოლაში მოსწავლეთა ფინანსური წიგნიერების ამაღლების მიზნით, სფეროს სპეციალისტებმა გაკვეთილები ჩაატარეს
27-05-2026

ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლაში საინტერესო შეხვედრა გაიმართა, რომელიც მოსწავლეთა ფინანსური წიგნირების დონის ამაღლებას მიეძღვნა.

პროექტის - „მოიწვიე ფინედუ კლასში“ ფარგლებში, „ფინედუსდესპანებმა, „საქართველოს ბანკის“ თანამშრომლებმა, VI–XII კლასელებისთვის ჩაატარეს თამაშზე დაფუძნებული, ინტერაქტიული გაკვეთილები ფინანსური განათლების თემებზე.

გაკვეთილების თემა ძირითადად ფინანსურ და ონლაინ უსაფრთხოებას შეეხო.

მოსწავლეები გაეცნენ ფინანსური უსაფრთხოების წესებს და ინტერესით და ხალისით ჩაერთნენ შეთავაზებულ აქტივობებში.

„მადლობას ვუხდით სტუმრებს მობრძანებისთვის და ვიმედოვნებთ, რომ მომავალშიც გაგრძელდება მსგავსი აქტივობები“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203