
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე ნინო მოდებაძე „ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის აქტიური მონაწილეა.
მან წარმატებით გაიარა, როგორც ქართული ენისა და ლიტერატურის და ინგლისური ენის ოლიმპიადები. მოსწავლეს წარმატების დასრურად სიგელი და სეტრიფიკატი მიენიჭა.
აღსანიშნავია, რომ შუქრუთის N1 საჯარო სკოლაში ახალისებენ მოსწავლეთა ჩართულობას სხვადასხვა კონკურსსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებაში. მოსწავლეთა აკადემიური წარმატება კი სასკოლო საზოგადოებისთვის ყოველთვის საამაყოა.
შეგახსენებთ, რომ „ეტალონისა“ და izrune.ge-ს ერთობლივი ჩემპიონატი საქართველოს სკოლების მოსწავლეებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას - გაიმდიდრონ საგნობრივი ცოდნა, შეიძინონ და განივითარონ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები და, რა თქმა უნდა, გამოსცადონ შესაძლებლობები.
იხილეთ ფოტოები: