ქუთაისის N36 საჯარო ეროვნული იდენტობისა და კულტურული მემკვიდრეობის სადარაჯოზე - მეოთხეკლასელებმა ეროვნული სამოსის დღე განსაკუთრებულად აღნიშნეს
22-05-2026

კულტურა და ტრადიციები ის საძირკველია, რომელზეც ქვეყნის მომავალი შენდება. სწორედ ამ იდეის გარშემო გაერთიანდა ქუთაისის N36 საჯარო სკოლის თითოეული წარმომადგენელი და ეროვნული სამოსის დღე განსაკუთრებული საზეიმო განწყობით აღნიშნეს.

მე-4 „ბ“ კლასის მოსწავლეებმა ამ მნიშვნელოვან თარიღს ულამაზესი ღონისძიება მიუძღვნეს - პატარებმა უდიდესი პასუხისმგებლობითა და სიყვარულით წარმოადგინეს საქართველოს სხვადასხვა კუთხის ტრადიციული სამოსი.

ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეები დეტალურად გაეცნენ ქართული კულტურის ისტორიას, სამოსის მრავალფეროვნებასა და მის სიმბოლურ მნიშვნელობას. ქუთაისის N36 საჯარო სკოლა ერთი დღით გადაიქცა სივრცედ, სადაც ჩვენი ქვეყნის წარსული და აწმყო ერთმანეთს შეერეწყა.

საზეიმო დღე დატვირთული იყო მუსიკალური ნომრებით, ტრადიციული ცეკვებითა და პატრიოტული განწყობით. ბავშვების ემოციურმა გამოსვლებმა დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა ჩვენი ეროვნული იდენტობის, ფესვებისა და იმ უნიკალური ტრადიციების მნიშვნელობა, რაც საუკუნეების განმავლობაში მოგვყვება.

ქუთაისის N36 საჯარო სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგიური კოლექტივი მადლობას უხდის მე-4 „ბ“ კლასის მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და ორგანიზატორებს ამ საოცარი დღისთვის და რაც მთავარია, ყველას უნდა გვახსოვდეს: ჩვენი უპირველესი მოვალეობაა, გავუფრთხილდეთ და მომავალ თაობას სიყვარულით გადავცეთ ქართული კულტურა, რათა მათ ამაყად ატარონ ეს ღირსეული მემკვიდრეობა.



 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203