
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მელეს საჯარო სკოლაში მოსწავლის სპორტული წარმატებით ხარობენ და მე-6 კლასის მოსწავლე ნანუკა ონიანს კიდევ ერთ გამარჯვებას ულოცავენ.
ნანუკამ ძიუდოში, საქარველოს სარეიტინგო ჩემპიონატზე 2012 2013 წელს დაბადებულ გოგონათა შორის პირველი ადგილი დაიკავა.
სკოლაში მოსწავლის მართლად სასახელო წარმატებით ამაყობენ.
„პატარა, მაგრამ სულიერი სიძლიერითა და მიზანდასახულობით გამორჩეული ძიუდოისტი გოგონა-ნანუკა ონიანი, რომელმაც ლაშხეთის სექციაში ვარჯიში სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ დაიწყო, ღირსეულად გამოვიდა საქართველოს ჯიუდოს სარეიტინგო ჩემპიონატში 2011 - 2012 წელს დაბადებული გოგონათა შორის და პირველი ადგილი დაიკავა.
-ეს არის მისი შეუდრეკელი შრომის, ვარჯიშისა და მწვრთნელის სიყვარულით სავსე მხარდაჭერის ნათელი ნაყოფი. განსაკუთრებული მადლობა მის მწვრთნელს- ივანე ონიანს.
მას წინ დიდი გზა და არაერთი წარმატება ელოდება, სადაც პატარა ძიუდოისტის სახელი არაერთხელ გაჟღერდება მსოფლიო არენებზე. მან უკვე მრავალჯერ დაამტკიცა, მალე ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონობა მოგველოცოს. გილოცავთ ნანუკა ამ გამარჯვებას. კიდევ არაერთხელ გვასახელებ ჩვენო მარგალიტო“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეს ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: