„საქართველოს კულტურული მრავალფეროვნება“- შთამბეჭდავი ღონისძიება კაცხის საჯარო სკოლაში
22-05-2026

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაცხის საჯარო სკოლაში განხორციელდა სასკოლო პროექტი - „კულტურული მრავალფეროვნება“, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა  და მასში აქტიურად იყო ჩართული სკოლის ყველა საგნობრივი კათედრა.

საზეიმო ღონისძიებამ - „საქართველოს კულტურული მრავალფეროვნება“ მაყურებელს დაუვიწყარი მოგზაურობა აჩუქა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.

სცენაზე გაცოცხლებული ტრადიციული რიტუალები, რეგიონული დიალოგები და ფოლკლორული ნიმუშები ქმნიდა ერთიან, მძლავრ წარმოდგენას ჩვენს იდენტობაზე.

„მონაწილეების მიერ წარმოჩენილმა თვითმყოფადობამ - მთისა და ბარის ჰარმონიამ - კიდევ ერთხელ დაგვანახა, თუ რა სიმდიდრეს ფლობს ჩვენი ქვეყანა თავისი მრავალფეროვნებით. საღამო აღმოჩნდა არა მხოლოდ სანახაობრივი, არამედ შემეცნებითი და ემოციური მუხტის მატარებელი.

დღევანდელი ღონისძიება წარმოადგენდა იმ ერთობლივი შრომის შედეგს - იმ ცოდნისა და გამოცდილების შეჯამებას, რომელიც პროექტის განმავლობაში დაგროვდა“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

ღონისძიებას ესწრებოდნენ რესურსცენტრის და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები, კაცხის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა იოანე. მათ ღონისძიება დადებითად შეაფასეს და აღნიშნეს სკოლის მოსწავლეთა მრავალმხრივი ნიჭისა და  შესაძლებლობების შესახებ. მამა იოანემ დალოცა ბავშვები და წარმატებები, ხოლო სკოლის დირექტორმა მადლობა გადაუხადა მონაწილე მოსწავლეებს და სრულიად სასკოლო საზოგადოებას აქტიური ჩართულობისა და თანამშრომლობისათვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203