„ვეფხისტყაოსანი ციფრულ სამყაროში“ - თბილისის N108 სკოლის მოსწავლეებმა ლიტერატურისა და ტექნოლოგიების შერწყმით ფილმი შექმნეს
22-05-2026

21 მაისს, თბილისის N108 საჯარო სკოლის ციფროTV108-ჯგუფის შექმნილი ფილმის - „ვეფხისტყაოსანი ციფრულ სამყაროში“ პრეზენტაცია გაიმართა. 

ჯგუფის ხელმძღვანელი ირინა მარკოზაშვილი გახლავთ. 

პროექტი მეტად შთამბეჭდავია, მოსწავლეებმა ლიტერატურისა და ტექნოლოგიების შერწყმით ფილმი შექმნეს.

„მოსწავლეები ხშირად ნაკლებად ინტერესდებიან კლასიკური ლიტერატურით, მათ შორის „ვეფხისტყაოსნით“, რადგან ტექსტი მათთვის რთულად აღსაქმელია. იმავდროულად, ისინი აქტიურად იყენებენ ტექნოლოგიებს და უფრო მეტად ვიზუალურ, ინტერაქტიულ მასალებზე რეაგირებენ“, - აღნიშნავენ სკოლაში და დასძენენ, რომ პროექტის მიზანი იყო: ლიტერატურისა და ტექნოლოგიების შერწყმა, ციფრული პროგრამების გამოყენება შინაარსის ვიზუალიზაციისათვის, შემოქმედებითობის ხელშეწყობა - სცენების დახატვა და „გაცოცხლება“, რათა შემოქმედებითი ინტერპრეტირებიდან გამომდინარე, მოსწავლეები თავად გამხდაროყვნენ ამ პროცესის მონაწილენი.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203