„წიგნი ჩვენი მეგობარია“-პროექტი ნიჩბისის საჯარო სკოლაში
12-07-2018
ნიჩბისის საჯარო სკოლაში პროექტი - „წიგნი ჩვენი მეგობარია“ განხორციელდა.
პროექტის ფარგლებში შეხვედრები და პრეზენტაციები ტარდებოდა.
მიზანი - მოსწავლეებს მეტი წიგნი უნდა წაეკითხათ.
პროექტის ფარგლებში 5 მოსწავლე დაჯილდოვდა. მათ შორის პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულები გამოვლინდნენ, რომლებსაც ფასიანი სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. პირველ ადგილზე გასულმა კი თასი მოიპოვა.
პროექტს ხელმძღვანელი გახლდათ პედაგოგი ლილი გეჯაძე.