ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიდან მე-12 კლასელები ემოციური ღონისძიებით გააცილეს
21-05-2026

ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიამ კიდევ ერთი ღირსეული თაობა გააცილა. 

სკოლაში მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა. გაიმართა გამოსაშვეი ღონისძიება, რომელიც ემოციებით, მადლიერებითა და სიყვარულით იყო სავსე.  კურსდამთავრებულები ახალი გზის დასაწყისს სევდანარევი სიხარულით შეხვდნენ. მათთვის ბავშვობასთან, საყვარელ მასწავლებლებთან და სკოლასთან გამომშვიდობება მეტად ამღლვებელი აღმოჩნდა. 

რაღა თქმა უნდა, აღზრდილებთან გამომშვიდობება ყველაზე მეტად ემოციური კლასის ხელმძღვანელისთვის თამუნა მენაღარიშვილის აღმოჩნდა. მან ახალგაზრდებს გზა დაულოცა და ნათელი მომავალი უსურვა. ამასთან, შეახსენა, რომ ყოველთვის მათ დიდ მეგობრად, გულშემატკივრად და მხარდამჭრად დარჩება. 

მოსწავლეებს სკოლის დამთავრება დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით მიულოცეს დირექციამ და პედაგოგებმა. 

„აწმყო, შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მომავალისა.“ კირიონ II-ის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მეთორმეტე ბ კლასი ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპს დაემშვიდობა.

სკოლის წლები - ეს არის მოგონებებით, მეგობრობით, ცოდნითა და სითბოთი სავსე გზა, რომელმაც თითოეული თქვენგანის პიროვნებად ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი კვალი დატოვა. აქ გატარებული ყოველი დღე მომავალში ძვირფას მოგონებად დარჩება.

ეს დღე მხოლოდ დამშვიდობება არ არის - ეს არის ახალი ცხოვრების დასაწყისი, ახალი მიზნების, არჩევანისა და წარმატებებისკენ გადადგმული ნაბიჯი.

გისურვებთ, მუდამ შეგენარჩუნებინოთ სიკეთე, ღირსება, ადამიანურობა და საკუთარი თავის რწმენა. დაე, ცოდნა და ღირებულებები, რომლებიც სკოლამ შეგძინათ, თქვენი ცხოვრების მტკიცე საყრდენი გახდეს.

იყავით განათლებული, მიზანდასახული და ბედნიერი ადამიანები, რომლებითაც ყოველთვის იამაყებს ოჯახი, სკოლა და სამშობლო. დაე, თქვენი მომავალი იყოს ნათელი, მშვიდობით, სიყვარულითა და წარმატებით სავსე!“,- აღინიშნა სკოლაში.

ვიდეო იხილეთ ბმულზე:

 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203