ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მე-12 კლასელთა შთამბეჭდავი გამოსამშვიდობებელი ღონისძიება
21-05-2026

ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიას არაერთი ღირსეული თაობა აღუზრდია, რომელთან გამომშვიდობებაც სასკოლო საზოგადოებისთვის საზეიმოსთან ერთად, სევდანარევია

20 მაისს სკოლაში მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა. წელს, სკოლა გიმნაზიიდან მე-13 თაობა გააცილეს. 

გამოსამშვიდობებელი ღონისძიება გამართეს Xll კლასის მოსწავლეებმა. კურსდამთავრებულებმა სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს, მნიშვნელოვანი ეპიზოდები გააცოცხლეს და დირექციასა და პედაგოგებს მათ სწავლა-განათლებაში ჩადებული ფასდაუდებელი შრომისთვის მადლობა გადაუხადეს. შთამბეჭდავი იყო ღონისძიების შემოქმედებითი ნაწილი, რომელმაც არაერთი ლამაზი ნომერი გააერთიანა. 

მოსწავლეებთან გამომშვიდობება განსაკუთრებით ემოციური იყო დამრიგებლის - ჯეირან ანთაძისთვის. მან აღზრდილებს დიდი სიყვარულით მიმართა და ცხოვრების ახალ ეტაპზე გზა დაულოცა. 

მოსწავლეებს სკოლის დამთავრებმა მთელმა სასკოლო საზოგადოებამ მიულოცა.

„ძვირფასო კურსდამთავრებულებო! დღეს, თქვენი ცხოვრების განსაკუთრებული დღეა - სრულდება ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი და იწყება ახალი გზა, სავსე არჩევანით, ოცნებებითა და შესაძლებლობებით.

სკოლამ შეგძინათ ცოდნა, ცხოვრებისეული გამოცდილება და სულიერი ფასეულობები, რომლებიც მუდამ გაგინათებთ მომავალს.

გვჯერა, რომ თითოეული თქვენგანი ღირსეულად გააგრძელებს ცხოვრების გზას, შეინარჩუნებს სიკეთეს, ადამიანურობას, უფლისა და სამშობლოს სიყვარულს.

გისურვებთ წარმატებას, სიმტკიცეს, უფლის შეწევნასა და საკუთარი შესაძლებლობების რწმენას.

იყავით განათლებული, მიზანდასახული და კეთილი ადამიანები, რომელთა წარმატებით ყოველთვის იამაყებს ოჯახი, სკოლა და ქვეყანა.

დაე, კირიონ II-ის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მეცამეტე გამოშვების გზა იყოს ნათელი, წარმატებული და ბედნიერებით სავსე!“,- აღინიშნა სკოლა-გიმნაზიაში

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
 
 
 
 
 
 
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203