საზეიმო „ბოლო ზარი“ და ორი კურსდამთავრებული - ღვითორის საჯარო სკოლაში მე-12 კლასელებთან გამოსამშვიდობებელი ღონისძიება გაიმართა
22-05-2026

შმაგი კუპატაძის სახელობის ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვითორის საჯარო სკოლაში „ბოლო ზარი“ ორი კურსდამთავრებულისთვის დაირეკა. 

ალექსანდრე ბედინაშვილი და ია ბერია სკოლიდან დიდი სიყვარულით გააცილეს. სკოლის კურსდამთვრებულებისთვის ცხოვრების ახალი ეტაპი იწყება, როცა შეძლებენ, ზრდასრულ ცხოვრებაში გამოიყენონ მშობლიურ სკოლაში მიღებული ცოდნა და საკუთარი მიღწევებით გაახარონ საყვარელი პედაგოგები.

დირექციამ და პედაგოგოგებმა მოსწავლეებს გზა დაულოცეს და ნათელი მომავალი უსურვეს. 

„შმაგი კუპატაძის სახელობის ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვითორის საჯარო სკოლის სასკოლო საზოგადოება სრულიად საქართველოს მე-12 კლასის მოსწავლეებს გულითადად ულოცავს „ბოლო ზარს“ - ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი ეტაპის დასრულებასა და ახალი გზის დაწყებას. განსაკუთრებულად ვულოცავთ ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებს - ალექსანდრე ბედინაშვილსა და ია ბერიას.

ბავშვებო გისურვებთ წარმატებულ მომავალს, მიზნების ასრულებას, ცოდნით, სიკეთითა და ღირსებით სავსე ცხოვრებას“,- აღნიშნავენ სკოლაში და კურსდამთავრებულთა დიდი მხარდამჭერებად და გულშემატკივრებად რჩებიან. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203