ფიროსმანის საჯარო სკოლაში „ბოლო ზარი“ 2 მოსწავლისთვის დაირეკა 
22-05-2026
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ფიროსმანის საჯარო სკოლაში „ბოლო ზარი“ განსაკუთრებით ემოციური იყო, რადგან სულ 2 კურსდამთავრებული ყავდათ. 
 
სკოლის დირექცია და პედაგოგები საბა სურმანიძესა და სოფო ანთაძეს ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას ულოცავენ და უსურვებენ, რომ ყოველთვის სჯეროდეთ საკუთარი ძალების. 
 
„გილოცავთ მეთორმეტე კლასის დასრულებას და ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას!  დღეს თქვენთვის განსაკუთრებული და დაუვიწყარი დღეა  დასრულდა სკოლის წლები, რომლებიც სავსე იყო მეგობრობით, ემოციებით, ცოდნითა და ლამაზი მოგონებებით. წინ ახალი გზა, ახალი მიზნები და დიდი წარმატებები გელოდებათ.
 
დაე, თითოეული გადადგმული ნაბიჯი იყოს გამარჯვების მომტანი, ხოლო თქვენი ოცნებები ახდენილი. გისურვებთ ბედნიერ მომავალს, პროფესიულ წარმატებას და უსაზღვრო შესაძლებლობებს. 
 
იბრწყინეთ, იამაყეთ საკუთარი თავით და ყოველთვის გჯეროდეთ თქვენი ძალების“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ მისალოც ტექსტში.
 
ვიდეო იხილეთ ბმულზე
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203