ლიის N2 საჯარო სკოლაში საქართველოს ოკუპაციის თემაზე ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა
21-05-2026
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, ლიის თემის N2 საჯარო სკოლაში მე-9 და მე-10 კლასებში გაიმართა ინტეგრირებული გაკვეთილი თემაზე: „საქართველოს ოკუპაცია: ისტორიული ფაქტები და მათი გამოხატვა ქართულ ენაში“.
 
გაკვეთილი ჩაატარეს ისტორიის მასწავლებელმა ლელა ლუკავა და ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა ასმათ კვარაცხელია, რომლებმაც მოსწავლეებს თემა ისტორიულ და ენობრივ კონტექსტში გააცნეს.

სასწავლო პროცესის ფარგლებში მოეწყო თემატური ფილმის ჩვენება, რის შემდეგაც გაიმართა დისკუსია. მოსწავლეებმა აქტიურად იმსჯელეს, გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები, დასვეს შეკითხვები და მიიღეს პასუხები მათთვის საინტერესო საკითხებზე.

90-წუთიანი გაკვეთილი ღია ფორმატში ჩატარდა და მას ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი, სხვადასხვა კათედრის წარმომადგენლები და რამდენიმე პედაგოგი.

სკოლის ადმინისტრაციის შეფასებით, მსგავსი ინტეგრირებული გაკვეთილები ხელს უწყობს მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განვითარებას და ისტორიული მეხსიერების გაღრმავებას.

იხილეთ ფოტოები: 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203