წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ჭიათურის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეებმა საერთაშორისო ტესტები წარმატებით ჩააბარეს
21-05-2026

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში  2026 წლის მარტიდან მაისის ჩათვლით ჩატარდა ინგლისური ენის ცოდნის საერთაშორისო ტესტი TOEFEL, რომელიც სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის მონაწილეებისთვის იყო განკუთვნილი და რამდენიმე ტიპის გამოცდას მოიცავდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს, ჭიათურის მუნიციპალიტეტის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ჭიათურის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეებმა და მნიშვნელოვანი წარმატებაც მოიპოვეს.

სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, XI კლასის მოსწავლეებმა ნატალი ბრეგვაძემ და ეკატერინე გუჯაბიძემ ოქროს სერტიფიკატები დაიმსახურეს, ხოლო მარიამ კერესელიძე ბრინჯაოს სერტიფიკატით დაჯილდოვდა.

სკოლის პედაგოგები და დირექციის წარმომადგენლები ულოცავენ მოსწავლეებს ამ წარმატებას და მომავალში კიდევ უფრო დიდ და მნიშვნელოვან გამარჯვებებს უსურვებენ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203