დაფინანსების წესსა და პირობებში ცვლილებები შევიდა - ვის ეხება მინისტრის ბრძანება
22-05-2026

„ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების წესში ცვლილება შევიდა. დოკუმენტის თანახმად, ფონდიდან მოთხოვნილი თანხა წელიწადში არ უნდა აღემატებოდეს 35 000 ლარს, ორ წელიწადში - 70 000 ლარს.

პროექტი „წარმატებულები“ etaloni.ge-სგან

ფონდიდან მოთხოვნილი თანხა შეიძლება მოიცავდეს შემდეგ ხარჯვით კატეგორიებს:

ა) ახალგაზრდა მეცნიერის სტიპენდიას (არ უნდა აღემატებოდეს წელიწადში 17 000 ლარს);

ბ) კვლევითი საქმიანობის ხარჯები (არ უნდა აღემატებოდეს წელიწადში 16 000 ლარს), რომელიც შეიძლება მოიცავდეს:

ბ.ა) ლაბორატორიული სამუშაოებისათვის საჭირო საშუალებების შეძენისა და მომსახურების ხარჯებს;

ბ.ბ) დამხმარე პერსონალის ანაზღაურების ხარჯებს;

ბ.გ) საველე სამუშაოებისა და ექსპედიციის ხარჯებს;

ბ.დ) პროფესიული ლიტერატურის შეძენის ხარჯებს;

ბ.ე) სამეცნიერო ღონისძიებასა (კონფერენცია, კონგრესი, სემინარი, ვორკშოპი, ტრენინგი და სხვა) და/ან კვლევითი ვიზიტისათვის საჭირო ხარჯები (რეგისტრაციის გადასახადს, საცხოვრებელ და დღიურ ხარჯებს, ტრანსპორტირების ხარჯი);

ბ.ვ) პროფესიული ასოციაციის წევრობის ხარჯები;

ბ.ზ) კომპიუტერული და კვლევისათვის საჭირო ტექნიკური აღჭურვილობის ხარჯი;

ბ.თ) კვლევის შედეგების პრეზენტაციის ხარჯი;

გ) ზედნადები ხარჯი (არ უნდა აღემატებოდეს წელიწადში 2000 ლარს).

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203