გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ფოთის N7 საჯარო სკოლაში მეთორმეტე კლასელებმა ბოლო საზეიმო  ღონისძიება გამართეს 
22-05-2026
გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ფოთის N7 საჯარო სკოლაში „ბოლო ზარის“ ღონისძიება საზეიმო და ემოციურ გარემოში აღინიშნა.

კურსდამთავრებულებმა სკოლის ბოლო დღე მასწავლებლებთან და თანატოლებთან ერთად განსაკუთრებულად აღნიშნეს. ღონისძიება მუსიკალური ნომრებით, ემოციური სიტყვებითა და დაუვიწყარი მომენტებით იყო დატვირთული.

სკოლა სიხარულითა და მომავლის იმედით იყო სავსე. მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს ერთად გატარებული წლები და მადლობა გადაუხადეს პედაგოგებს მხარდაჭერისა და სიყვარულისთვის.

„ბოლო ზარი“ თითოეული კურსდამთავრებულისთვის ახალი ცხოვრების დასაწყისის სიმბოლოდ იქცა. იმ გზის, რომელიც ახალ შესაძლებლობებსა და წარმატებებს უკავშირდება.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203