„ვკითხულობთ ვეფხისტყაოსანს“ - ბაღდათის N1 საჯარო სკოლაში ლიტერატურული კონკურსი ჩატარდა
12-07-2018
ბაღდათის N1 საჯარო სკოლაში ლიტერატურული კონკურსი - „ვკითხულობთ ვეფხისტყაოსანს“ ჩატარდა. კონკურსში V-VI კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ღონისძიებას პედაგოგები ინგა მაჩიტაძე და მაია ხმალაძე ხელმძღვანელობდნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიება მიზნად ისახავდა „ვეფხისტყაოსნის“ სწავლის პროცესის გამრავალფეროვნებას.
კონკურსის მონაწილე მოსწავლეები სიგელებით დაჯილდოვდნენ. იხილეთ ფოტოები