
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოროჯალარის საჯარო სკოლაში „ბოლო ზარის“ ღონისძიება განსაკუთრებული ემოციებითა და სითბოთი აღინიშნა.
სკოლის კურსდამთავრებულებმა სასკოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე მასწავლებლებთან, მშობლებთან და თანაკლასელებთან ერთად აღნიშნეს. წლევანდელი გამოშვება სკოლისთვის განსაკუთრებით საამაყოა, 11 კურსდამთავრებულიდან 4 მედალოსანია, ხოლო 10 მოსწავლე ერთიან ეროვნულ გამოცდებზეა დარეგისტრირებული.
ქართული ენის პედაგოგი თამარ პოილარაშვილი, რომელიც ამ მოსწავლეებს 8 წლის განმავლობაში ასწავლიდა, განსაკუთრებული სიყვარულითა და ემოციით ემშვიდობება საკუთარ აღსაზრდელებს.
„მიყვარხართ, ჩემო გამორჩეულო ბავშვებო. მჯერა თქვენი წარმატებების ცხოვრების ახალ ეტაპზე და უზომოდ ბედნიერი და ამაყი ვარ თქვენით,“ - აღნიშნა პედაგოგმა სიტყვით მიმართვისას.
კურსდამთავრებულებით ამაყობს სკოლის დირექტორი არმენუი პოდოსიანი და მთელი სასკოლო საზოგადოება, რომლებიც ახალგაზრდებს წარმატებულ მომავალს უსურვებენ.
იხილეთ ვიდეო: