არადამამთავრებელი კლასის სტატუსით რეგისტრირებული აბიტურიენტებისთვის განცხადებების მიღება დაიწყო - ვადები და დეტალები
21-05-2026
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა არადამამთავრებელი კლასის სტატუსით რეგისტრირებული აბიტურიენტებისთვის განცხადებების მიღება დღეიდან დაიწყო.
 
აბიტურიენტებმა, რომლებიც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირდნენ, თუმცა განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) მონაცემებით საქართველოს სკოლების არადამამთავრებელი კლასის მოსწავლეებად ირიცხებიან, ცენტრში შესაბამისი დოკუმენტაცია 2026 წლის 21 მაისიდან 25 მაისის 18:00 საათამდე უნდა წარადგინონ.
 
განცხადების წარდგენა სავალდებულოა იმ პირებისთვისაც, რომლებიც ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დასრულებას ექსტერნატის ფორმით გეგმავენ. შესაბამისად, მათ, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ექსტერნად რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტიც უნდა წარადგინონ.
 
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მოუწოდებს აბიტურიენტებს, განსაზღვრულ ვადებში წარმოადგინონ შესაბამისი დოკუმენტები, რადგან აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობა ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის შეზღუდვის საფუძველი გახდება.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203