
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახტანგისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის საინტერესო სასწავლო-შემეცნებითი გასვლითი ღონისძიება მოეწყო.
მე-7ბ კლასის მოსწავლეები, პედაგოგ ხათუნა თევზაძის ხელმძღვანელობით, პატარძეული - ხაშმის მიმართულებით გაემგზავრნენ.
მოსწავლეები გიორგი ლეონიძის სახლ-მუზეუმს სტუმრობდნენ, სადაც ცხოვრებასთან და მოღვაწეობასთან დაკავშირებული ექსპონატები, მისი ხელნაწერები და მდიდარი ფოტომასალა დაათვალიერეს.
მოსწავლეებმა გიორგი ლეონიძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ცოდნა გაიმდიდრეს და ბევრი ნაკლებადცნობილი ფაქტიც შეიტყვეს.
ექსკურსია მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: