გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახტანგისის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები ხშირად მიმართავენ ექსკურსიას, როგორც სასწავლო მეთოდს, რადგან აქტივობა მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით ხასიათდება.
ახლახან, მე-7 კლასელებისთვის შთამბეჭდავი სასწავლო-შემეცნებითი გასვლითი ღონისძიება მოეწყო.
მე-7 კლასელები პედაგოგ ირინა კოშაძის ხელმძღვანელობით, მცხეთას სტუმრობდნენ.
მოსწავლეებმა მცხეთის ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს და ყურადღების მიღმა არც საგურამო დარჩენიათ.
ექსკურსია მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო აღმოჩნდა.
მოსწავლეები მცხეთიდან ახალი ცოდნითა და შთაბეჭდილებებით დახუნძლულნი დაბრუნდნენ.
იხილეთ ფოტოები: