გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახტანგისის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს ქართული ენის სიყვარულსა და ისტორიის პატივისცემას ასწავლიან.
რაღა თქმა უნდა, ქართული ენის დღე მოსწავლეებმა საინტერესო ღონისძიებით აღნიშნეს.
16 აპრილს, მე-3 კლასის მოსწავლეები, პედაგოგ თამილა გრიგოლაშვილის ხელმძღვანელობით, დედაენის ბაღს სტუმრობდნენ, სადაც დედაენის ძეგლთან პატივი მიაგეს ჩვენს ისტორიას.
პედაგოგი მოსწავლეებს დედაენის დღის მნიშვნელობაზე, ქართული ენის მრავალსაუკუნოვან ისტორიასა და დამწერლობის უნიკალურობაზე ესაუბრა, შემდეგ კი მე-3 კლასელებმა წარმოთქვეს ლექსები და ხოტბა შეასხეს ქართულ ენას.
იხილეთ ფოტოები: