
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოჩიოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგეს და ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს.
სომეხთა გენოციდის ხსოვნის დღესთან დაკავშირებით, კოჩიოს სკოლის მოსწავლეებმა ვიდეორგოლი მოამზადეს, სადაც ამ დიდ ტრაგედიაზე საუბრობენ.
აქტივობა მიზნად ისახავდა დაღუპულთა ხსოვნის უკვდავყოფას.
სომეხთა გენოციდის ხსოვნის დღე 1915 წლის სომეხთა გენოციდის დროს დაღუპულთა მოსაგონებლად აღინიშნება. 24 აპრილს 1915 წლის ტრაგიკული მოვლენებიდან 111 წელი გავიდა.
იხილეთ ვიდეო: