ოროჯალარის საჯარო სკოლის გოგონათა გუნდმა, მაგიდის ჩოგბურთში, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ნახევარფინალის გამარჯვებულია 
22-05-2026

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოროჯალარის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობა სპორტულ ღონისძიებებში წახალისებული და მხარდაჭერილია, მათი წარმატება კი საამაყო. 

სკოლაში მაგიდის ჩოგბურთის გოგონათა გუნდის მიღწევებით ხარობენ. თბილისში გამართულ სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ნახევარფინალურ ტურში გოგონებმა ბრწყინვალედ იასპარეზეს და გამარჯვება მოიპოვეს. ყველა სპორტსმენი ადგილობრივი სასპორტო სკოლის მოსწავლეა. 

სპორტსმენები მადლიერებას გამოხატავენ მუნიციპალიტეტის, სასპორტო სკოლის ხელმძღვანელობასა და კეთილმოსურნე აშოტ ნორსოიანს მუდმივი მხარდაჭერისა და გვერდში დგომისთვის. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203