
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N2 საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების სწავლების ფარგლებში, მე-10 კლასში ჩატარდა საინტერესო გაკვეთილი-ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა მუზეუმების საერთაშორისო დღეს.
მოსწავლეები თავდაპირველად გაეცნენ მუზეუმების მნიშვნელობას და მათ ტიპებს, შემდეგ წარმოადგინეს საინტერესო ინფორმაცია ცნობილი მუზეუმების შესახებ და ბოლოს უყურეს თანაკლასელების - კარენ სირაკანიანის და არმანუშ კეციანის მიერ მომზადებულ ფილმს. ფილმი დიდ სომეხ პოეტ ვაჰან ტერიანსა და მის სახლ-მუზეუმს ეხებოდა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სასწავლო ნაწილი არენუჰი ლულუკიანი და დამრიგებელი კარინე გალოიანი. მათ შეაქეს ბავშვები და მისცეს რჩევები.
„ჩვენი მიზანი იყო მოსწავლეებისთვის გაგვეცნო, თუ რა არის მუზეუმი და რა როლს ასრულებს ის საზოგადოების კულტურულ ცხოვრებაში, გაგვეცნო მუზეუმების ძირითადი ტიპები (ისტორიული, ხელოვნების, საბუნებისმეტყველო, ტექნიკური და ა.შ.), გვესწავლებინა მუზეუმების ტიპების გარჩევა შინაარსისა და საგამოფენო მასალების მიხედვით, გაგვეღვივებინა ინტერესი კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და შესწავლის მიმართ და ჩამოგვეყალიბებინა პატივისცემა ისტორიული და კულტურული ღირებულებების მიმართ“,- აღნიშნავს მასწავლებელი ნეკტარ გარიბიანი.
იხილეთ ფოტოები: