რომელი ორი კლასი ამთავრებს წელს საფეხურს - დეტალები
14-06-2026

საკანონმდებლო ცვლილებით, საბაზო განათლება 9-წლიანი ხდება, რაც ასევე ნიშნავს, რომ მიმდინარე სასწავლო წელს სკოლები კვლავ ორ - მე-9 და მე-10 კლასებს გამოუშვებენ; ასე რომ, 2026 წელს, პროფესიულ სასწავლებელში სწავლის გაგრძელების მსურველთა გაორმაგებული კონკურენცია იქნება.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ: „იცვლება საბაზო საფეხურის დასრულების ხანგრძლივობა. მოქმედი რედაქციის მიხედვით, საბაზო საფეხური მოიცავს VII-X კლასებს, ხოლო კანონპროექტის თანახმად იგი განისაზღვრება VII-IX კლასებით. საბაზო საფეხურის დასრულება პირდაპირ არის დაკავშირებული პროფესიულ განათლებაში ჩართვასთან.

აღნიშნული ცვლილება, 2026 წელს გამოიწვევს პროფესიულ განათლებაში შემსვლელთა რაოდენობის ზრდას როგორც კერძო, ისე საჯარო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში. შედეგად გაიზრდება კერძო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების შემოსავლები და, შესაბამისად, მათ მიერ გადახდილი სახელმწიფო გადასახადების ოდენობა, რაც დადებითად აისახება სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ზრდაზე“, - ნათქვამია დოკუმენტში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203