
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნატანების საჯარო სკოლაში მე-10 კლასის მოსწავლის - სალომე ხომასურიძის აკადემიური წარმატებით ხარობენ.
კულტურის ცენტრში ლიტერატურული კონკურსის - „ჩემი თვალით დანახული გურია“ ფინალური ეტაპი გაიმართა.
გამოვლინდნენ საპრიზო ადგილების მფლობელები. ასევე, გამარჯვებულები სპეციალურ ნომინაციებში.
მონაწილეებს საჩუქრად გადაეცათ სამახსოვრო სიგელები და გამორჩეული ქართველი მწერლების წიგნები.
გამარჯვებულთა შორის ზემო ნატანების მე-10 კლასის მოსწავლე სალომე ხომასურიძეა. მისი დამრიგებელია მარინა ზოიძე, ქართულის პედაგოგი კი ნანი ნიკოლაშვილი - ბოლქვაძე გახლავთ.
იხილეთ ფოტოები: