
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვირიშის საჯარო სკოლაში „ბოლო ზარი“ ერთადერთი მე-12 კლასელისთვის დაირეკა.
წელს, მე-12 კლასი მხოლოდ ერთმა მოსწავლემ ანი ტვილდიანმა დაასრულა, რომელსაც მთელმა სკოლამ დიდი სიყვარულით დაულოცა გზა.
ანიმ სკოლის დასრულება მთელ სკოლასთან ერთად აღნიშნა, გაიხსენა მათთან გატარებული საუკეთესო მომენტები და მადლობა გადაუხადა თითოეულ პედაგოგს მხოლოდ მისთვის ჩატარებული გაკვეთილებისთვის.
„სკოლა ერთადერთ კურსდამთავრებულს ანი ტვილდიანს აცილებს სკოლიდან, საზეიმო განწყობაც არის, თუმცა სევდანარევი თვალები სჭარბობს ყველგან. ანის მარტოობა რომ არ ეგრძნო, გასული წლების კურსდამთავრებულები და სკოლის ყველა მოსწავლე მასთან ერთად იყო გაკვეთილზე, ბოლო ზარის დარეკვაში და ფოტოსესიაში ერთად მიიღეს მონაწილეობა.
წარწერებიც გაუკეთეს სამახსოვროდ ქათქათა პერანგზე. შემდეგ კი ზანდურის სახლში გაგრძელდა საზეიმო განწყობა, ნამდვილად სამახსოვრო დღე იყო ღვირიშის საჯარო სკოლის ისტორიაში“,- გვიყვებიან სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: