ფოლადაანთკარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედებს არაერთი ლამაზი აქტივობა მიუძღვნეს
22-05-2026

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოლადაანთკარის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საგნებთან ერთად სითბოსა და სიყვარულის გამოხატვას ასწავლიან. 

ამ ლამაზი გრძნობების გასაზიარებლად კი დედის დღე საუკეთესო დროა. 

სკოლაში დღესასწაული არაერთი შემოქმედებითი აქტივობით აღინიშნა. 

მოსწავლეებმა დედებს სიყვარული და პატივისცემა პერფორმანსით, ლამაზი მისალოცი ბარათებითა და თბილი სიტყვებით დაუდასტურეს და ყველაზე საყვარელ ადამიანებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქეს. 

იხილეთ ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203