„ზეიმი ანბანეთში“ - დავით რიჟამაძის სახელობის მრავალპროფილიანი საშუალო სკოლა „ივერიის“ პირველკლასელებმა გოგებაშვილის გმირები გააცოცხლეს
21-05-2026

დავით რიჟამაძის სახელობის მრავალპროფილიანი საშუალო სკოლა „ივერიის“ პირველკლასელთა ღონისძიება ზღაპრული დღესასწაული აღმოჩნდა როგორც მოსწავლეებისთვის, ისე მიწვეული სტუმრებისთვის. 

პირველკლასელებმა იაკობ გოგებაშვილის უკვდავი პერსონაჟები გააცოცხლეს და მაყურებელი ბავშვობის წლებში ამოგზაურეს.

პატარა მონაწილეებმა ლექსებით, სიმღერებითა და მხატვრული ნომრებით წარმოაჩინეს, რამდენად მნიშვნელოვანია ანბანის შესწავლა და პირველი ნაბიჯები წიგნიერების სამყაროში.

ღონისძიება სითბოთი, ემოციებითა და ბავშვური გულწრფელობით იყო სავსე, რამაც განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა დამსწრე საზოგადოებაზე.

ღონისძიების ქორეოგრაფი გახლდათ, ნინო ჩადუნელი, მუსიკალური გაფორმება ციური ქენქაძეს ეკუთვნის, ხოლო ღონისძიებას ხელმძღვანელობდა კესო ფიფია.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203