სამტრედიის №7 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აკაკი წერეთლის ძიძისეული კარ-მიდამო დაათვალიერეს
12-07-2018
სამტრედიის №7 საჯარო სკოლის მოსწავლეები, აკაკი წერეთლის შემოქმედების უკეთ გაცნობის მიზნით, საჩხერეში ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ. ექსკურსიას კლასის დამრიგებელი ქრისტინე ლომიძე ხელმძღვანელობდა.
სკოლის აღსაზრდელებმა სავანეში აკაკი წერეთლის ძიძისეული კარ-მიდამო და სოფელ სხვიტორში მდებარე სახლ-მუზეუმი დაათვალიერეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები ექსკურსიიდან სასიამოვნო შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ. იხილეთ ფოტოები